გოდერძი ჩოხელის პრემია რვა ნამუშევარმა მოიპოვა
გოდერძი ჩოხელის პრემია რვა ნამუშევარმა მოიპოვა

გოდერძი ჩოხელის პრემიის ლაურიატების ვინაობა ცნობილია. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად რვა საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა.

I ადგილი – ლელა ცუცქირიძე;

II ადგილი – ლევან ლორია;

III ადგილი – იოსებ ჭუმბურიძე.

სამივე პრიზიორს – პრემია „ერთგულება“ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცა. დანარჩენი ხუთი საუკეთესო ნამუშევარის ავტორს კი, დიპლომები და სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები უსახსოვრეს.

დაჯილდოების ცერემონია კულტურისა და ძეგლთა დაცის სამინოსტროს დარბაზში ჩატარდა.

გ. ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია მინიატურის ჟანრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟითა და ფონდ „კულტურათა დიალოგის“ ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა. კონკურსის სახელწოდება „ერთგულება“, გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მინიატურის მიხედვით შეირჩა. პრემია ყოველწლიურად გაიცემა.