გოჩოლეიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა - „შახტარმა“ „ბარსელონა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დონეცკის „შახტარმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და ქართველი მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის მონაწილეობით გატანილი ერთადერთი გოლით გამარჯვება მოიპოვა – 1:0.

მეოთხე ტურის შეხვედრა გერმანიაში გაიმართა – გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად და საიმედოდ ითამაშა. ტრავმირებული ირაკლი აზაროვი კი მომჯობინდა, მაგრამ ამჯერად სათადარიგოთა შორის დარჩა.

დონეცკის „შახტარმა“ თამაში კარგად დაიწყო და პირველ ტაიმში დაწინაურდა – მე-40 წუთზე კატალონიელებს ზუსტი თავური დარტყმით დანილო სიკანმა გაუტანა, საგოლე გადაცემა კი მარჯჯვცენა ფლანგიდან გოჩოლეიშვილმა შეასრულა.

მეორე ტაიში „ბარსელონა“ სრულ უპირატესობას ფლობდა, დონეცკელები კი კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. პირველი სახიფათო მომენტი ისევ გოჩოლეიშვილმა შექმნა, ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ „ბარსა“ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გადაარჩინა.

საბოლოოდ, შეხვედრა უკრაინელების მოგებით დასრულდა, ოთხი ტურის შემდეგ დონეცკის „შახტარი“ ექვსი ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა.