გოჩა თევდორაძე - უმთავრესი საკითხი არის ვადამდელი არჩევნები, თუ ამაზე არ იქნება შეთანხმება, ყველა სხვა საკითხი აზრს კარგავს
გოჩა თევდორაძე - უმთავრესი საკითხი არის ვადამდელი არჩევნები, თუ ამაზე არ იქნება შეთანხმება, ყველა სხვა საკითხი აზრს კარგავს

მივიჩნევთ, რომ ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ასე მიიჩნევს, საზოგადოების უდიდესი ნაწილი და არ შეიძლება გაყალბებული არჩევნებით მოწვეულ პარლამენტში მონაწილეობა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გოჩა თევდორაძემ განაცხადა.

როგორც გოჩა თევდორაშვილმა აღნიშნა, გუშინ ფასილიტატორი ელჩების თანამონაწილეობით, „ქართული ოცნების“ წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა ნაყოფიერი იყო.

„ვნახოთ, რამდენად ნაყოფიერი იქნება დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ უკვე განვაცხადეთ ჩვენი პოზიცია, ვთვლით, რომ ეს არჩევნები ტოტალურად ტოტალურად გაყალბდა, ასე მიიჩნევს საზოგადოების უდიდესი ნაწილი და არ შეიძლება გაყალბებული არჩევნებით მოწვეულ პარლამენტში მონაწილეობა“, – განაცხადა გოჩა თევროდაძემ.

მისივე თქმით, უმთავრესი შესათანხმებელი საკითხი ეს არის ვადამდელი არჩევნები, ამიტომ თუ ვადამდელ არჩევნებზე არ იქნება შეთანხმება, ყველა სხვა საკითხი აზრს კარგავს.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ ფასილიტატორი ელჩების ღვაწლს, რომელიც ამ მოლაპარაკებების პროცესში არის. მივიჩნევთ, რომ საერთაშორიო ორგანიზაციებისგანაც არ შეფასებულა ეს არჩევნები კარგად. როცა ორგანიზაციებმა თქვეს, რომ არჩევნებზე იყო ამომრჩეველზე ზეწოლა, მოსყიდვა, ჭარბ ძალაუფლებას ფლობდა ადმინისტრაციებში ხელისუფლება და არ გამორიცხავენ, რომ ე.წ კარუსელები იყო არჩევნებზე, ეს მიუთითებს რომ არჩევნები გაყალბდა და გაყალბდა ისე, რომ მან დიდი გავლენა იქონია რეალურ შედეგზე“, – განაცხადა თევდორაძემ.