გოჩა თევდორაძე - თუ გვინდა, რომ პარლამენტმა არ იფუნქციონიროს და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, პარლამენტში ხელისუფლების მარტო დატოვებაა საჭირო 
გოჩა თევდორაძე - თუ გვინდა, რომ პარლამენტმა არ იფუნქციონიროს და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, პარლამენტში ხელისუფლების მარტო დატოვებაა საჭირო 

„დღეს ყველამ იცის, რომ არჩევნები გაყალბდა ტოტალურად. საერთოდ, მიუღებლად ვთვლით პლებისციტზე საუბარს, მით უმეტეს ხელისუფლებასთან, რომელიც ტოტალურად აყალბებს არჩევნებს, საერთოდ არ უსმენს ხალხს და დღეს ვეუბნებით, ხალხს ჰკითხოს და კიდევ ეს გამოკითხვა გააყალბოს – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა პარლამენტში „ხელისუფლების მარტო დატოვება“.

„თუ გვინდა რომ ამ პარლამენტმა არ იფუნქციონიროს და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, საჭიროა ხელისუფლების მარტო დატოვება პარლამენტში. რაც შეეხება პატიმრების საკითხის ბმას არჩვნებთან, ვერ ვხედავ როგორ უნდა ხდებოდეს ამ ორი საკითხის ბმა. თუ გვინდა, რომ მიზანს მივაღწიოთ და ვისაუბროთ არჩევნებთან დაკავშირებით, გავაპროტესტოთ ის, რაც მოხდა არჩევნებზე. თავისთავად ცხადია მასთან ბმაში არ უნდა მოდიოდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა თუნდაც პატიმრების საკითხი“, – განაცხადა თევდორაძემ.