გოჩა თევდორაძე - ჩვენი პარტიული სიის 132-ვე წევრის მიერ დაწერილია განცხადება, რომ არ აპირებს გაყალბებული არჩევნებით მოწვეულ პარლამენტში მუშაობას
გოჩა თევდორაძე - ჩვენი პარტიული სიის 132-ვე წევრის მიერ დაწერილია განცხადება, რომ არ აპირებს გაყალბებული არჩევნებით მოწვეულ პარლამენტში მუშაობას

ჩვენს პარტიას თავიდანვე არ ჰქონდა პრობლემა. ჩვენს პარტიულ სიაში იყო 132 წევრი, 132-ვე წევრის მიერ დაწერილია განცხადება, რომ არ აპირებს გაყალბებული არჩევნებით მოწვეულ პარლამენტში მუშაობას, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გოჩა თევდორაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სიის ჩახსნის პრობლემა „პატრიოტთა ალიანსს“ არ აქვს.

„დღეს ვაკვირდებით იმას, როგორ მიდიან ოპოზიციური პარტიები და სიებს ხსნიან. შემდგომი ნაბიჯი იქნება უკვე, მიმართვა ცალკეული დეპუტატებისგან პარლამენტის თავმჯდომარისათვის, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. საქართველოს „პატრიოტთა ალიანსს“ თავისი გამოკვეთილი პოზიცია აქვს. არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ არ ვაღიარებთ ამ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას, ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს. ვთვლით, რომ თუნდაც მოლაპარაკებებსაც აზრი ექნება, თუ ხელისუფლება გონს მოვა და დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს. მზად ვართ, უკვე პარლამენტს მიღმაც, პარლამენტის გარეშეც, სამუშაო ჯგუფის ფორმატში ვიმუშაოთ ხელისუფლებასთან და ფასილიტატორ ელჩებთან ერთად საარჩევნო გარემოს და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე. ეს იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული იქნება ვადამდელი არჩევნები. ჩვენ უკვე მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი. ველოდებით, რომ ოპოზიციური პარტიების სიები ჩაიხსნება და ოპოზიციური პარტიები მიმართავენ უკვე პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. ჩვენც ამ პერიოდში მივმართავთ პარლამენტს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. პარალელურ რეჟიმში, თუ გაიმართება შემდგომ მოლაპარაკებები, მასში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ პარტიებს სამი კვირის წინ შევთავაზეთ ინიციატივა, რომ ყველა პარტიულ სიაში მყოფ ადამიანს, მათთან დაეწერა განცხადება და ამ შემთხვევაში უკვე დღევანდელი სხდომაც ვერ შედგებოდა, მაგრამ პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ვერ განახორციელეს, ამიტომ მიდიან შედარებით უფრო ხანგრძლივი გზით, რასაც ჰქვია სიების ჩახსნა, შემდგომ მიმართვა უკვე პარლამენტისთვის. ჩვენ პრაქტიკულად უკვე ყველა, 132-ვე წევრის განცხადება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ამ პარლამენტის მუშაობაში“, – განაცხადა თევდორაძემ.