გოჩა თევდორაძე - არ ვართ წინააღმდეგნი, რომ „ქართული მარშის“ წევრები მოვიდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე
გოჩა თევდორაძე - არ ვართ წინააღმდეგნი, რომ „ქართული მარშის“ წევრები მოვიდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე

ჩვენ არ ვიწვევთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ლიდერებს ჩვენს აქციაზე, მაგრამ არ ვართ წინააღმდეგნი, რომ სხვები, მათ შორის „ქართული მარშის“ წევრები მოვიდნენ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გოჩა თევდორაძემ განაცხადა, რომელიც „ქართული მარშის“ დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობის გარდა, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან ადამიანებს, ექნებათ სურვილი, „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე მოვიდნენ, ისინი წინააღმდეგნი არ არ არიან.

„ჩვენ არანაირი კონსულტაციები არ გვქონია. ჩვენი აქცია ტარდება დამოუკიდებლად. ჩვენ აქციის დაანონსების დროს მოვუწოდეთ საქართველოს მოსახლეობას, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, რომ მოსულიყო ამ აქციაზე, ერთად დაგვეცვა დემოკრატია, არჩევანის უფლება. თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ ამ აქციაზე მოვიდნენ, თავისთავად ცხადია, წინააღმდეგნი არ ვართ. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვიწვევთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ლიდერებს, სააკაშვილსა და ბოკერიას ამ აქციაზე, მაგრამ არ ვართ წინააღმდეგნი იმისა, სხვები მოვიდნენ, მათ შორის „მარშის“ წარმომადგენლები და ჩვენთან ერთად გააპროტესტონ ის, რაც ხდება „ქართული ოცნების“ მიერ“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციას შეუერთდება, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას კი, ემიჯნება.

ამის შესახებ განცხადება მოძრაობის წევრებთან ერთად „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ გააკეთა.