გოჩა თევდორაძე - არ ვაპირებთ იმ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას, რომელიც ამ არჩევნების შედეგად იქნება მოწვეული
გოჩა თევდორაძე - არ ვაპირებთ იმ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას, რომელიც ამ არჩევნების შედეგად იქნება მოწვეული

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. თუმცა, როგორც თევდორაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პოლიტიკურ აქტივობებს დანარჩენ ოპოზიციასთან არ აპირებენ.

„პატრიოტთა ალიანსი“ ცესკოს-ს თავმჯდომარის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

„რადგან გაყალბების ასეთ მასშტაბებს ჰქონდა ადგილი და სულ სხვა რეალობა დააყენა ამ არჩევნებმა, ვიდრე ქვეყანაშია, არ ვაპირებთ არჩევნების შედეგების ცნობას. არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ იმ პარლამენტის მუშაობაში, რომელიც ამ არჩევნების შედეგად იქნება მოწვეული“,- განაცხადა თევდორაძემ.