გოჩა ლორთქიფანიძე - სტრასბურგის გადაწყვეტილებას ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ ფორმატში გამოვიყენებთ
გოჩა ლორთქიფანიძე - სტრასბურგის გადაწყვეტილებას ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ ფორმატში გამოვიყენებთ

იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას  ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ ფორმატში გამოიყენებენ.

ლორთქიფანიძემ ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების რეჟიმის დაცვის თვალსაზრისით, საქართველოს სახელმწიფოს პოზიციებს ამყარებს.

„უფრო შემიძლია ვილაპარაკო როგორც იუსტიციის მინისტრმა, რომ 21 იანვარს მიღებულ გადაწყვეტიელბას, ჩვენ გამოივიყენებთ ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ ფორმატში. ჩვენ ვაკეთებთ ამ გადაწყვეტილების ანალიზს და მივყვებით წინასწარ შემუშავებულ სტრატეგიას, რათა ამ სტრატეგიის ფარგლებში უკვე დავადგინოთ და ჩამოვყალიბდეთ გაგრძლების გზებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება, გარდა ეთნიკური წმენდისა, დევნილების დაბრუნების თვალსაზრისით და ასევე ამყარებს საქართველოს სახელმწიფოს პოზიციებს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების რეჟიმის დაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.