გოჩა ლორთქიფანიძე - ჰააგის სასამართლოს და პროკურორის ოფისის ამოცანაა, აგვისტოს ომის საქმეზე  ინდივიდუალურად პასუხისმგებელი პირები განსაზღვროს, ამ გამოძიებიდან მხოლოდ სასიკეთო მოლოდინი გვაქვს
გოჩა ლორთქიფანიძე - ჰააგის სასამართლოს და პროკურორის ოფისის ამოცანაა, აგვისტოს ომის საქმეზე ინდივიდუალურად პასუხისმგებელი პირები განსაზღვროს, ამ გამოძიებიდან მხოლოდ სასიკეთო მოლოდინი გვაქვს

სტრასბურგის სასამართლოში და ჰააგის სასამართლოში ჩვენ ვეყრდმობით 700-მდე მტკიცებულებას, ერთსა და იმავე ბაზას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა საქართველოს სახელმწიფოებრივი, მოქალაქეების ინტერესები დაცული იყოს. როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, ჰააგის სასამართლოს და პროკურორის ოფისის ამოცანაა, აგვისტოს ომის საქმეზე  ინდივიდუალურად პასუხისმგებელი პირები განსაზღვროს.

„მეორეც, ყველაფერი კეთდება, რათა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული, რაც იყო ჩვემი მოვალეობა, რაც შევასრულეთ და რაც გამოიხატა სტრასბურგის 21 ინავრის გადაწყვეტილებაში.

მტკიცება უდანაშაულობას არ სჭირდება, მტკიცებულებები საჭიროა იმის წარსადგენად, ვინც ჩაიდინა დარღვევები და ეს კარგად გამოჩნდა სტრასბურგის 21 იანვრის გადაწყვეტლებით. ახლა ჰააგის სასამართლოს და პროკურორის ოფისის ამოცანაა (რადგან გამოიკვეთა პასუხისმგებელი სახწლმწიფო), განსაზღვროს ინდივიდუალურად პასუხისმგებელი პირები, გამომდინარე იქიდან, რაც დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 21 იანვარს, რომ რუსეთის მხრიდან დარღვევებს ჰქონდა ადმინისტრაციული პრაქტიკის ხასიათი, დაადგინა ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა, ჩვენ შეიძლება გვქონდეს მხოლოდ სასიკეთო მოლოდინი ამ გამოძიებიდან, რომ მართლმსაჯულება აღსრულდება და გამოძიება, ბენსუდას ოფისის გამომძიებლები დაადგენენ პირველ რიგში, ეთნიკური წმენდის ჩამდენ პირებს“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.