გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს პირველად აქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთმა ევროპულ სასამართლოსთან არ ითანამშრომლა
გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს პირველად აქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთმა ევროპულ სასამართლოსთან არ ითანამშრომლა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველად აქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციამ არ ითანამშრომლა ევროპულ სასამართლოსთან და არ წარადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით.

„სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სასამარათლოსთან თანამშრომლობის ვალდებულების დარღვევისათვის (კონვენციის 38-ე მუხლი). ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველად აქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციამ არ ითანამშრომლა ევროპულ სასამართლოსთან და არ წარადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც დაეხმარებოდა სასამართლოს დამატებითი ფაქტების დადგენაში. დღევანდელი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.