გოჩა ლორთქიფანიძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოლოდინი არის სასიკეთო, სიმართლისა და სამართლიანობისთვის
გოჩა ლორთქიფანიძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოლოდინი არის სასიკეთო, სიმართლისა და სამართლიანობისთვის

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოლოდინი არის სასიკეთო.

მიი თქმით, სასიკეთო მოლოდინებს ამყარებს სტრასბურგის სასამართლოსთვის 2013 წელს მიწოდებული 700-მდე მტკიცებულება.

„ასევე მოლოდინია ის, რასაც ეს ქვეყანა იმსახურებს და ყველაფერი იმის აღიარება და შეფასება უნდა მოხდეს, რა ძალისხმევაც ჩვენ გავწიეთ. ეს ეხება განსაკუთრებით, 2013 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიწოდებულ 700-მდე მტკიცებულებას, მათ შორის, აუდიო ფაილებს, სეისმური სადგურის ჩანაწერებს, სარადარო მონაცემებს, „ისკანდერის” რაკეტას, ანუ, მთლიანად ეს მტკიცებულებები კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს სიმართლეს, სამართლიანობასა და სასიკეთო მოლოდინებს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.