გოჩა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულებაში მცირე წინსვლაა
გოჩა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულებაში მცირე წინსვლაა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულებაში მცირე წინსვლაა.

კერძოდ, ლორთქიფანიძის განარტებით, რუსეთი უკვე უარს არ აცხადებს კომპენსაციების გადახდაზე და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ამ საკითხის განხილვაში ჩაერთო.

ლორთქიფანიძის განმარტებით, მცდელობას ყოველთვის აქვს აზრი, რაც სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებამაც დაადასტურა.

„რაც შეეხება დეპორტირებულებს, აქ გვაქვს მცირეოდენი წინსვლა, რუსეთი უკვე უარს არ აცხადებს კომპენსაციების გადახდაზე, ის უკვე ჩაერთო მინისტრთა კომიტეტში კომპენსაციის გადახდის საკითხის განხილვაში, რაც მცირეოდენი, მაგრამ დინამიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მცდელობას, ძალისხმევას ყოველთვის აქვს აზრი, რაც დაადასტურა 21 იანვრის სტრასბურგის გადაწყვეტილებამ, რითაც ჩვენ ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.

მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რას ნიშნავს ამ საკითხის გადანაცვლება მინისტრთა კომიტეტში. ეს ნიშნავს, ამ საკითხის გადანაცვლებას აღსრულებაზე მინისტრთა კომიტეტის დონეზე. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული საკითხის აღსრულების თაობაზე რუსეთს ახლა უხდება ურთიერთობა ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოსთან, მათ შორის ჩვენთან“, – განაცხდაა გოჩა ლორთქიფანიძემ.