გოჩა კურდღელია – ფოთში პროდუქტების საკმარისი მარაგია, ვაკონტროლებთ იმასაც, რომ არ მოხდეს ფასების ხელოვნური ზრდა

15:50, 26.03.2020

საკვები პროდუქტის მომარაგების კუთხით ფოთს პრობლემა არ ემუქრება, ქალაქში არის საკმარისი მარაგი, ვაკონტროლებთ იმასაც, რომ არ მოხდეს ფასების ხელოვნური ზრდა,- ამის შესახებ ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ განაცხადა.

„შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელშიც ირიცხებიან სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. ადგილობრივი ხელისუფლება მუნიციპალიტეტებზე დაყრდნობით ყოველდღიურად აწარმოებს თვითიზოლაციაში მყოფი მოსახლეობის მონიტორონგს და ყველა მათი საჭიროება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, არის ჩვენს მიერ დროულად მოგვარებული.
გარდა ამისა, ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ ტრანსპორტის დეზინფიცირებას. მოქმედებს ცხელი ხაზიც“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

მსგავსი