გოჩა ჯოჯუა - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ისტორიული და პროგრესული ნაბიჯია
გოჩა ჯოჯუა - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ისტორიული და პროგრესული ნაბიჯია

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა აცხადებს, რომ პროპორციული სისტემა ბევრი პოლიტიკური პარტიის დიდი ხნის ამოცანა იყო.

გოჩა ჯოჯუას თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ისტორიული და პროგრესული ნაბიჯია.

„არ არის დრო, რომ ორპოლუსიან დაპირისპირებაზე გადავიდეთ და ისევ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მოხდეს ძირითადი პოლიტიკური სპექტრის გაყოფა. ოპოზიციურ პარტიებს შორის საჭიროა გარკვეული კონსენსუსი იყოს შენარჩუნებული და დაპირისპირებების ნაცვლად, მივაღწიოთ ჯერჯერობით მთავარ მიზანს, საკონსტიტუციო კომისიამ დაიწყოს განხილვები“, – განაცხადა გოჩა ჯოჯუამ.