გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა

17:25, 28.04.2019

თბილისში, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე სამი მანქანის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ექიმები აცხადებენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი