გმირთა მოედნიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
გმირთა მოედნიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

გმირთა მოედნიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.

“აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოებს შპს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.