გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები გრძელდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გარკვეულ მონაკვეთზე პროცესი დასრულებულია, ხოლო სრულად აპრილის ბოლოს დასრულდება.

მათივე ცნობით, ყველა გვირაბში ხორციელდება სამღებრო სამუშაოები, მონტაჟდება სანათები, მოეწყო ახალი ცხაურები, მოაჯირები, იცვლება კიბის დაზიანებული საფეხურები და პარაპეტის ფილები. მიწისქვეშა გადასასვლელის საერთო სიგრძე 610 მეტრია, ფართობი კი – 3 030 კვ.მ. მიმდინარე სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.

„გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოების ტემპი აქტიურია. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, გვიწევს გადაადგილების ნაწილობრივ შეზღუდვა, თუმცა სრულად გადასასვლელი არ არის გადაკეტილი. მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდით შეფერხებისთვის, სამუშაოები მაქსიმალურად სწრაფად დასრულდება“, – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

უსაფრთხოებისა და ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, მიწისქვეშა გადასასვლელის ყველა გვირაბში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები და 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მონიტორინგი.