გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეები „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტს თავს დაესხნენ

თბილისში, გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეები „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტს თავს დაესხნენ.

აქციის მონაწილეები ჟურნალისტის მისამართით სკანდირებდნენ: „წადი, წადი!“

გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეებს გზა რამდენიმე ადგილზე აქვთ გადაკეტილი. ასევე, აქციის მონაწილეები რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე არიან განლაგებული და ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

ამასთან, აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების გასათავისუფლებად გარკვეული დრო მისცეს.