გმირთა მოედანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არიან დაშავებულები
გმირთა მოედანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არიან დაშავებულები

თბილისში, გმირთა მოედნის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცი ავტომობილიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

დაშავებული დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.