გლოვის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის, მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე. ასევე, რეგიონებში ადმინისტრაციულ შენობებზე.
დროშები დაშვებულია იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში სახელმწიფო უწყებების შენობებზე. დაშვებულია ცენტრალური დროშა ქუთაისის შესასვლელში, რომელიც რამდენიმე დღის წინ აღიმართა. დროშები დაუშვეს სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალურ შენობებზეც.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.




