„გლობალურმა ფეხბურთმა“ წილისყრის იმიტირება მოაწყო, საქართველო იტალიასთან და კოსოვოსთან მოხვდა
„გლობალურმა ფეხბურთმა“ წილისყრის იმიტირება მოაწყო, საქართველო იტალიასთან და კოსოვოსთან მოხვდა

ფიფა-ს მსოფლიო რეიტინგში არსებული ვითარების საფუძველზე, „გლობალურმა ფეხბურთმა“ (We Global Football) „ტვიტერის“ გვერდზე წილისყრის იმიტირება მოაწყო და 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ევროპის კონტინენტის ჯგუფები დააკომპლექტა.

საქართველოს ნაკრები დაბალ, მეოთხე კალათაშია და შესარჩევ ჯგუფში არ მოხვდება ამავე კალათაში მყოფ სლოვენიასთან, მონტენეგროსთან, ბულგარეთთან, ალბანეთთან, ბელორუსთან, ისრაელთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ერთა ლიგის ბოლო ტურში გაირკვევა კიდევ ორი ​​გუნდი, რომელიც მეოთხე კალათაში მოხვდება.

ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 7 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს ნაკრები წილისყრის იმიტირებით „გლობალურმა ფეხბურთმა“ B ჯგუფში მოახვედრა, სადაც უძლიერესი მეტოქეები შეგვხვდა:

B ჯგუფი

იტალია

სლოვაკეთი

შოტლანდია

საქართველო

კოსოვო

ცხადია, ეს მხოლოდ იმიტირებით ჩატარებული წილისყრაა და არა რეალური, წილისყრა კი 7 დეკემბერს ყატარში გაიმართება.