გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ავტოპარკი განახლდა
გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ავტოპარკი განახლდა

გლობალური ფონდის აივ ინფექცია-შიდსის პროგრამის ავტოპარკი განახლდა. პროგრამაში ჩართულ დაწესებულებს 16 ავტომობილი გადაეცათ. ახალი ავტომობილები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება.

შიდსის პროგრამის განმახორციელებელი ცენტრები 16 ქალაქში მდებარეობს, მობილური ჯგუფები კი მომსახურებას 55 დაბასა და ქალაქს უწევენ.

ამასთან, რვა ავტომობილი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს გადაეცა, ოთხი – საქართველოს ზიანის შემცირების ქსელს, ერთი – შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს, ხოლო სამი – დაავადებათა კონტროლის ცენტრს.

„აღნიშნული ავტომობილების გამოყენება მოხდება მედიკამენტების მიწოდებისთვის, მობილური ბრიგადების გააქტიურებისთვის და ზოგადად, იმისთვის, რომ სერვისი მივიდეს პაციენტთან უფრო ახლოს და მათ არ მოუხდეთ გადაადგილება იმისთვის, რომ მიიღონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები და მომსახურება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.