გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, აზიის განვითარების ბანკი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უცვლელად ინარჩუნებს, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში კი ზრდის შენელებას პროგნოზირებს
აზიის განვითარების ბანკმა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის განვითარებადი ეკონომიკებისთვის 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.9%-მდე შეამცირა, მაშინ როცა 2025 წელს ზრდამ 5.5% შეადგინა. ეს აპრილის პროგნოზთან შედარებით 0.2%-ით ნაკლები მაჩვენებელია.
ADB-ს მიერ გამოქვეყნებული უახლესი ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად ენერგეტიკულ ბაზრებზე ხანგრძლივმა შეფერხებებმა რეგიონის ეკონომიკურ პერსპექტივებზე მოსალოდნელზე უფრო ძლიერი უარყოფითი გავლენა მოახდინა.
2027 წლის ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5.1%-ზეა შენარჩუნებული, რაც ამ ზეწოლების თანდათანობით შესუსტებასა და ეკონომიკური აქტივობის აღდგენას ასახავს.
რაც შეეხება საქართველოს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5.5%-ზე შეინარჩუნა. თუმცა რეგიონის წევრი ქვეყნებიდან რამდენიმეს ზრდის მოლოდინი შემცირებულია. მათ შორის, სომხეთის 5.5%-დან 5.%-მდე, თურქეთისთვის კი 3.6%-დან 3.1%-მდე. უცვლელად, 2%-ზე არის პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდა აზერბაიჯანისთვის.