გლდანში სუპერმარკეტი გაქურდეს

10:11, 17.06.2019

თბილისში, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში სუპერმარკეტი გაქურდეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ქურდობაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია და მისი მონაწილეობით ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი