გლდანში, სავაჭრო ცენტრში ხანძარია

18:10, 16.08.2024

გლდანში, ვეკუას ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „მარიამში“ ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სავაჭრო ცენტრის სახურავს უკიდია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.

რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი