გლდანში, სასურსათო მაღაზიაში ხანძარი იყო

07:58, 18.02.2021

გლდანში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში ხანძარი იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

მსგავსი