გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა [ფოტო/ვიდეო]

გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბანკის შენობაში რამდენიმე პირი შეიჭრა.

მათვე ინფორმაციით, ორმხრივი სროლა იყო შენობაში შეჭრილ პირსა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შორის, დაშავებული არავინ არ არის. გასროლის შედეგად რამდენიმე ავტომანქანა დაზიანდა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძარცველებს მძევლებიც ჰყავდათ აყვანილი, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.