გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც სროლა იყო, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ
გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც სროლა იყო, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ

გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ამ დრომდე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. ადგილზე იმყოფებიან როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ცოტა ხნის წინ ტერიტორიაზე შევიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. სავარაუდოდ მოქალაქე ბინიდან უმისამართოდ ისროდა.

დატოვე კომენტარი