გლდანში ქარმა ხე წააქცია, რის შედეგადაც სამი ავტომობილი დაზიანდა

00:56, 18.02.2019

გლდანის მეორე მიკრორაიონში ქარის გამო საცხოვრებელი სახლის წინ ხე წაიქცა. შედეგად, სამი ავტომობილი დაზიანდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე ერთი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

მსგავსი