გლდანში მკვლელობა მოხდა
გლდანში მკვლელობა მოხდა

გლდანში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი 35 წლამდე მამაკაცია.

არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, ასევე 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და განზრახ მკვლელობას.

შსს-ს ცნობით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.