გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო
გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო

თბილისში, გლდანის მეხუთე მიკრორაიონში, ერთ-ერთი კორპუსში ხანძარი იყო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, კორპუსის მეოთხე სართულზე დაიწვა ორი ოთახი.

​ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.