გლდანში ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და რამდენიმე მანქანა დააზიანა

11:24, 04.03.2022

თბილისში, გლდანში ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და რამდენიმე მანქანა დააზიანა.

როგორც გლდანის რაიონის გამგეობაში განაცხადეს, შეტყობინება ექვსი ადგილიდან შევიდა, სადაც ამ დროისთვის გამგეობის თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი