გლდანში დევნილების საცხოვრებელი შენობა თვითიზოლაციიდან მოიხსნა
გლდანში დევნილების საცხოვრებელი შენობა თვითიზოლაციიდან მოიხსნა

თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ. ჯამში გამოკვლეული 83 პირიდან, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დევნილთა საცხოვრებელ შენობაში სტუმრად მყოფ ერთ-ერთ პირს, COVID-19 ორი კვირის წინ დაუდასტურდა. ამ ხნის განმავლობაში, კორპუსის მცხოვრებლები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ, მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ყველა მათგანს ტესტი ჩაუტარდა. ამ დროისთვის,  აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახები თვითიზოლაციიდან უკვე მოიხსნენ.