გლდანში „ჭიაკოკონას“ გამო, სახანძრო გამოიძახეს [ფოტო]
გლდანში „ჭიაკოკონას“ გამო, სახანძრო გამოიძახეს [ფოტო]

თბილისში, გლდანის პირველ მიკრორაიონში „ჭიაკოკონას“ გამო, სახანძროს გამოძახება გახდა საჭირო.

ბავშვებმა ეზოში დიდი ცეცხლი დაანთეს, რის გამოც ერთ-ერთმა მცხოვრებელმა სახანძრო სამსახურის გამოძახება საჭიროდ მიიჩნია.

ადგილზე ამ წუთებში ერთი სახანძრო ჯგუფი პრევენციის მიზნით იმყოფება.