გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა
გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა

გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.

თვითმხილველების განცხადებით, ქალი გზას კვეთდა, როდესაც მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მათივე თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა შემდეგ უკან დაბრუნდა.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.