გლდანში ავტომობილი დაიწვა [ვიდეო]
თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ხანძარი უკვე ჩააქრეს მეხანძრე-მაშველებმა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.