გლდანში ავტომანქანას გაზის ბალონი აუფეთქდა
გლდანში ავტომანქანას გაზის ბალონი აუფეთქდა

გლდანში, ქერჩის ქუჩაზე ავტომობილის გაზის ბალონი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად, მანქანაში მყოფი პირი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები და პოლიციელები იყვნენ მობილიზებული.

მომხდარ ფაქტს შსს იძიებს.