გლდანში 1200 მეტრი სიგრძის გაზსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანში 1200 მეტრი სიგრძის გაზსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე 1200 მეტრი სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თბილისის ენერჯი“ ავრცელებს.

„კომპანია „თბილისის ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით მიწის ზედა და მიწის ქვეშა გაზსადენების რეაბილიტაციას აგრძელებს.

კომპანიამ სხვა მსგავსი სამუშაოების პარალელურად გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე 1200 მეტრის სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია რაიონის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის“, – აღნიშნულია „თბილისის ენერჯის“ ინფორმაციაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „თბილისის ენერჯის“ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგება წარმოადგენს.