გლდანის რაიონში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება
გლდანის რაიონში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს განახორციელებს.

როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანია განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად და ღამის საათებში ატარებს.

„კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აღნიშნულ ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. პროექტში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 3 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანია განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად და ღამის საათებში ატარებს.

აღნიშნული სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან 15 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გლდანის V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს, მებაღიშვილის, მაისურაძის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.