გლდანის რაიონში კიდევ ოთხი სპორტული მოედანი განახლდა
გლდანის რაიონში კიდევ ოთხი სპორტული მოედანი განახლდა

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს.

ამ ეტაპზე სამუშაოები ოთხ მისამართზე დასრულდა, რისთვისაც, ჯამში, 199 000 ლარი დაიხარჯა.

სრული რეაბილიტაცია, მათ შორის, ჩაუტარდა I მიკრორაიონის N3–3ა კორპუსებთან და 26 მაისის ქუჩაზე, N203 ბაგა-ბაღის მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედნებს.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.