გლდანის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე მოეწყო
გლდანის მეორე მიკრორაიონის N36-სა და N46 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო.
მერიის ცნობით, ტერიტორიაზე განხორციელდა უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი და გამოთავისუფლებული სივრცე სკვერს შეუერთდა.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოები დაახლოებიით 3 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა. პროექტის ფარგლებში განთავსდა ფიტნეს და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა საქანელა სკამები, მოეწყო გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 525 000 ლარი დაიხარჯა.
გარდა ამისა, სკვერის მიმდებარედ მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. კერძოდ, 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე შეიცვალა დაზიანებული ასფალტის საფარი და მოეწყო საპარკინგე სივრცეები.
დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, მიხეილ რეხვიაშვილსა და პარლამენტის დელეგატთან, ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო.