გლდანის რაიონში 45 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

09:39, 20.08.2018

თბილისში, გლდანის რაიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარი გუშინ ქუჩაში ნახეს და გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. როგორც ადგილზე აცხადებენ, სავარაუდოდ მისი დაღუპვის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

მსგავსი