გლდანის რაიონის ნაწილს ხვალ საღამოდან წყალმომარაგება დროებით შეუწყდება
გლდანის რაიონის ნაწილს ხვალ საღამოდან წყალმომარაგება დროებით შეუწყდება

თბილისში, გლდანის რაიონის ნაწილს ხვალ საღამოდან წყალმომარაგება დროებით შეუწყდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. კომპანია განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად და ღამის საათებში ატარებს.

ხვალ, 14 აგვისტოს  კი, წყალმომარაგების ახალქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც 14 აგვისტოს 21:00 საათიდან 15 აგვისტოს 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გლდანის V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს, მებაღიშვილის, მაისურაძის და მიმდებარე ქუჩებს.