სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, გლდანის რაიონის ნაწილს 9 მარტს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება
სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, გლდანის რაიონის ნაწილს 9 მარტს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მიწისქვეშა 200 მილიმეტრიანი საშუალო წნევის გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 9 მარტს, დილის 09:00 საათიდან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება გლდანის რაიონის ნაწილს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს.

„სხვა მასშტაბური სამუშაოების პარალელურად გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მიწისქვეშა 200 მილიმეტრიანი საშუალო წნევის გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 9 მარტს, დილის 09:00 საათიდან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება გლდანის I მ/რ-ში მდებარე ყველა საცხოვრებელი კორპუსის, გლდანის III მ/რ-ში მდებარე კორპ # 79ა, 79ბ, 80, 81, 82, 83, 84, 86, 87, 88, გლდანის IV მ/რ-ში მდებარე კორპ. # 89, 90, 91, 102, 104, ხიზანიშვილის ქ. 41, 57, ვლადიმერ ნანეიშვილის ქ. 23-ში მდებარე შპს ,,არ & ელ გრუპის“, ფორე მოსულიშვილის ქ. 1-ში (კარტოგრაფიის ფაბრიკის მიმდებარედ), ფ. მოსულიშვილის ქ. 15-ში (მოსულიშვილის ქუჩის მიმდებარედ) მდებარე შპს ,,მმბ”-ის, ვეკუას ქ. 22-ში (იგივე გლდანის I და II მ/რ-ებს შორის მდებარე სავაჭრო ცენტრის ტერიტორია), ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზმომარაგება აგრეთვე შეუწყდება ხიზანიშვილის ქუჩაზე – შპს ,,თავთავს”, შპს ,,დიარონს”, შპს ,,მობილს”, ი/მ ხათუნა წიკლაურს, შპს ,,თაველს”, შპს ,,არგო 2009”-ს, სს ,,უძრავი ქონებას”, შპს ,,პლაზა +”-ს, ,,ს. ნონიაშვილს”, შპს ,,სიცილიას”, სამიკიტნო – მაჭახელას, გლდანის I და II მ/რ-ს შორის – შპს ,,ქეთის”, სს ,,ტერაბანკს”, შპს ,,ეჟდაჰა”-ს, შპს ,,კატევე 1”-ს, შპს ,,არტ”-ს, ი/მ ლალი ჭანუყვაძეს, ფ/პ მაია იმერლიშვილს, შპს ,,ს გამბლინგ ჰოლს”, ახმეტელის სახ. თეატრის მიმდებარედ – შპს ,,ყავის სახლი კენინგჰოლს”, შპს ,,ლიდერთრეიდს”, შპს ,,გლდანი მოლს”, ვეკუას ქუჩაზე – შპს ,,მედკაპიტალს”, #23 პოლიკლინიკა – დიაგნოსტიკურ ცენტრს, შპს ,,#55 აფთიაქს”, შპს ,,სქაი ჰოლდინგს”, შპს ,,პრესტიჟს”, შპს ,,ჯეოსელს”, გლდანის “ა” მ/რ-ში – ფ/პ დ. მოდებაძეს, ახმეტელის მეტროს მიმდებარედ – ფ/პ ტაბატაძეს, შეშელიძის ქუჩაზე – შპს “ერა + “-ს და სხვა. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღეს 12:00 საათიდან და სრულად დასრულდება 21:00 საათამდე.

‌კომპანია “თბილისი ენერჯი” ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. აღნიშნული სამუშაოების აუცილებელია თბილისის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების თვის“, – აცხადებენ კომპანიაში.