გლდანის პირველ მიკრორაიონში სკვერი მოეწყო

10:36, 18.10.2025

გლდანის პირველ მიკრორაიონის N1–1ა კორპუსებთან სკვერი მოეწყო, ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოები 1400 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონა, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები – დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარი დაიხარჯა.

დასრულებული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ, კახა აბულაძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა, ბესიკ კალაძემ დაათვალიერეს.

მსგავსი