გლდანის პირველ მიკრორაიონში საცხოვრებელი ბინა დაიწვა [ფოტო]

06:47, 12.08.2019

ხანძარი იყო გლდანის პირველ მიკრორაიონში. ცეცხლი ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე,  საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.

ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა. როგორც მეზობლები ამბობენ, აფეთქების ხმა არ გაუგიათ.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მსგავსი