გლდანის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება
გლდანის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, მუხიანის სატუმბო სადგურში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 26 მარტის 13:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში: ​ხევძმარის ქ. N 4, ცენტროლიტის დასახლებას, ანდრონიკაშვილის, ხიზანბარელის(ხიზაბავრის), ქერჩის, ქართლის, გამარჯვების ქუჩებსა და შესახვევებს, ავჭალა 2-ს (26 მაისის, აკ.ვასაძის, ხორავას, ბარათაშვილის, პაიჭაძის, გაზის დასახლება, ლეონიძის, გუდიაშვილის, გურიის, გურამიშვილის, აბაშიძის, დუმბაძის, ერეკლე მეორის, ვაჟა ფშაველას, გრიშაშვილის, ასათიანის, ლესელიძის, მრევლიშვილის, მელიქიშვილის, ნუცუბიძის, იაშვილის, პლასტმასის ქარხნის მებაღეობის, რაჭის, ლაღიძის, სამაჩაბლოს, ჟორჟლიანის, სვანეთის, ბაღაშვილის, ორბელიანის, ტაბიძის, ფარნავაზ მეფის, შალვა ახალციხელის, დადიანის, წერეთლის, ჭავჭავაძის, ჯავახეთის, ჯავახიშვილის ქუჩებს);

ავჭალა 1-ში: ლაგურაშვილის, რევოლუციის ქუჩებს;

სოფელ გლდანში: ჯანჯღავას, კაჭარავს, თამარ მეფის, ყაზბეგის, დარასელიას, თავდადებულის, აღმაშნებელის, ჩოლოყაშვილის ქუჩებს, კონიაკის დასახლებას (ილორის, ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვის, სარაჯიშვილის ქუჩებს).

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.