გლდანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
გლდანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ჯივიპი განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად და ღამის საათებში ატარებს“, – აცხადებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.

კომპანია დღეს წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მეოთხე ეტაპს გლდანის III მ/რ-ში განახორციელებს. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 21:00 საათიდან 8 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის ა მიკრორაიონს, გლდანის I მიკრორაიონს, გლდანის III მიკრორაიონში კორპუსებს: 1,2,3,3ა,3ბ,6,7,7ა,68,68ა,69,70,71,72,73,74,75,76; ვასაძის, ბოჭორიშვილის, ნოზაძის ქუჩებს; ხიზაბავრის ჩიხს; 23-ე პოლიკლინიკას, გლდანი მოლს, გლდანი პლაზას, გლდანის საკოლმეურნეო ბაზარს.