გლდანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
გლდანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, გლდანულას მეოთხე შესახვევის # 11-თან ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 10:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში: ჯანჯღავას მე-3-ე შესახვევსა და გლდანულის (გლდანის ხევის) მე-4-ე შესახვევს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.