გლდანის მერვე დაწესებულებაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს
გლდანის მერვე დაწესებულებაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს

2010-2012 წლებში გლდანის მერვე დაწესებულებაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

შვიდი მსჯავრდებულის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შესავალი სიტყვები მოისმინეს. გამოძიება გლდანის ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს ოლეგ ფაცაციასა და რეჟიმის ყოფილ ოფიცერს მალხაზ ღვინიაშვილს პატიმართა წამებას, კიდევ ხუთ ყოფილ თანამშრომელს პატიმრების არაადამიანურ მოპყრობას ედავება.

ადვოკატების განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში, მსჯავრდებულების წინააღმდეგ მოწმეებზე ზეწოლას ახდენდნენ და მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

სახელმწიფო ბრალდება კი იმ მტკიცებულებებზე მიუთითებს, რომლის გათვალისწინებითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ფაცაციასა და ღვინიაშვილს ცხრა წლით, სხვა ოფიცრებს კი სამი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მომდევნო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს საკუთარ არგუმენტებსა და მტკიცებულებებს წარუდგენს.